ტრენინგის რეფლექსია

კომპეტენციები, რომელიც შევიძინე ტრენინგზე:

  • გუგლის სერვისების გამოყენება,როგორიცაა გუგლ დრაივი, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ ფაილების და საქაღალდეების გაზიარება- რედაქტირებისათვის.
  • გუგლის მთარგმნელი.გამოვიყენებ ვებ გვერდების თუ ცალკეული ტერმინების სათარგმნელად,რაც ხელს შემიწყობს მეტი მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიებაში.
  • ბლოგის შექმნა, რომელიც არის ჩემი მუშაობის ერთგვარი პორტფოლიო და საკუთარი თუ კოლეგების მუშაობის შეფასების და კომენტირების საუკეთესო საშუალება, ასევე საინტერესო ბლოგერების ბლოგების მისამართების ერთად თავმოყრის საშუალება საკუთარ მისამართზე.
  • ელექტრონული სახელმძღვანელოს "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწავლო პროცესში"- გაცნობა და ნავიგაცია.
  • გაკვეთილის გეგმის და საგაკვეთილო პროექტის შაბლონების გაცნობა და მათი შექმნა ისტ-ის გამოყენებით.
  • საგაკვეთილო რესურსების შექმნა ელექტრონულად და ამ რესურსების შესაქმნელად სხვადასხვა საიტების გამოყონება, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო აქტივობების გასამრავალფეროვნებლად.
  • შეფასების რუბრიკის შექმნა  ელექტრონულად, რომელიც არის საუკეთესო შეფასების და თვითშეფასების საშუალება.
  • საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტიდან სხვადასხვა  ინფორმაციის გამოყენების დროს. გავეცანი მახასიეთებლებს რომელიც დამეხმარება  ინტერნეტში ლიცენზირებული და სანდო საიტების მოძიებასა და გამოყენებაში.

1 comment:

  1. მადლობა, ელენე. საინტერესო იყო თქვენთან თანამშრომლობა! წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში!

    ReplyDelete