გაკვეთილის რუბრიკა

                   გაკვეთილის შეფასების რუბრიკა

  N

კრიტერიუმი

კარგი

საშუალო

დაბალი
1
გონებრივი იერიში:
ვასახელებთ კომპიუტერის შესაძლებლობებს.
აკეთებს ჩამოყალიბებულ
ჩამონათვალს. გააზრებულად აკავშირებს  ინტერნეტის და კომპიუტერის შესაძლებლობებს

არასრულყოფილად ასახელებს კომპიუტერის და ინტერნეტის რამდენიმე შესაძლებლობას.

ვერ აკავშირებს კომპიუტერის და ინტერნეტის შესაძლებლობებს. ასახელებს 1-2 მოქმედებას.
2
ასოციაციური რუკის შევსება ისტ-ის გამოყენებით
სწორად ავსებს ასოციაციური რუკის ყველა კომპონენტს. ასახელებს ფოტოზე მოცემული კომპონენტის სახელს და ფუნქციებს.
ცნობს და ასახელებს სურათებზე მოცემულ კომპონენტებს/ან ასახელებს ფუნქციებს.
ვერ ცნობს სურათზე მოცემულ ყველა კომპონენტს. ვერ ასახელებს მათ ფუნქციებს.
3
ცხრილის შევსება ისტ-ის გამოყენებით: „კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე კომპონენტების დაჯგუფება“
ამოიცნობს და ასახელებს ყველა კომპონენტს. სრულყოფილად ავსებს ცხრილს, ადვილად აჯგუფებს ძირითად და დამხმარე მოწყობილობებს.
ავსებს ძირითადი კომპონენტების განყოფილებას. ასახელებს 1-2 დამხმარე მოწყობილობას.
ვერ ასხვავებს / ვერ არჩევს ერთმანეთისაგან კომპიუტერის ძირითად და დამხმარე მოწყობილობებს.


2 comments:

  1. გამარჯობა ელენე, შეფასების ფორმა შენს გეგმაში ზუსტად და დეტალურად აღწერს აზროვნების ზედა დონის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს მოცემული თავის კონტექსტში.

    ReplyDelete
  2. გამარჯობა ეკა შენი გამოყენებული შეფასების ფორმა მოსწავლეზე ორიენტირებულია, მიმდინარეა და სანდო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მაძლევს, რაც სწავლებისა და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

    ReplyDelete