1. პროექტის სახელწოდება: წიგნი თუ კომპიუტერი?
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
- განვსაზღვროთ რა ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში წიგნს და კომპიუტერს
- რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი.
3. პროექტის აქტუალობა:
- პროექტი აქტუალურია წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობების შესადარებლად
- წიგნის უპირატესობის დასადგენად;
- . ხელს შეუწყობს მოსწავლეებს კვლევის და ანალიზის უნარების განვითარებას.
4. პროექტის მიზნები:
- მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ წიგნის მნიშვნელობა,
- გაანალიზებენ კომპიუტერის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს,
- გამოიკვლევენ რამდენად ჩაანაცვლა კომპიუტერმა წიგნი დღევანდელ ცხოვრებაში და რა არის ამისი მიზეზები.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი ( მე-6
კლასი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს,კითხვარს, გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს,კითხვარს, გააკეთებენ პრეზენტაციას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი.
კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა)
თემის გაცნობა;
ბ) შეკითხვების დასმა:
ბ) შეკითხვების დასმა:
- საიდან იღებენ მეტ ინფორმაციას? მეტ ცოდნას?
- როდის და რომელი წიგნი წაიკითხეს ბოლოს?
- რა მოწონთ წიგნის კითხვისას ყველაზე მეტად?
- რა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპიუტერით (ამ გზით მიღებული ინფორმაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები)
- რომელი უფრო აქტუალურია თანამედროვე ეპოქაში?
- რატომ ჩაანაცვლა წიგნი კომპიუტერმა?
გ)
კლასის დაყოფა ჯგუფებად.
კლასი დაიყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში იქნება 4-5 მოსწავლე , ავირჩევთ ლიდერს თითოეული ჯგუფისათვის.
დ) დავალებების განაწილება ჯგუფებში.
კლასი დაიყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში იქნება 4-5 მოსწავლე , ავირჩევთ ლიდერს თითოეული ჯგუფისათვის.
დ) დავალებების განაწილება ჯგუფებში.
- პირველი ჯგუფი მოიძიებს და შეაგროვებს ინფორმაციას წიგნის მნიშვნელობის შესახებ. ეწვევიან ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტს და მოისმენენ ქართული ენის მასწავლებლებისგან კლასიკური ლიტერატურის შედევრებსა და მათი მნიშვნელობის შესახებ.
- მეორე ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ, თუ როდის და რატომ შეიქმნა იგი, როგორ განვითარდა უმოკლეს დროში და რა ადგილი დაიკავა მან თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში.
- მესამე ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას ერთობლივად შექმნილი კითხვარის მეშვეობით( გამოკითხავენ ახლობლებს მეგობრებს თუ რამდენი ხნის წინ წაიკითხეს წიგნი ბოლოს, გაიხსენონ რომელი იყო ეს წიგნი, რა დროს ატრებენ კომპიუტერთან, რომელია მათთვის უფრო მნიშვნელოვანი წიგნი თუ კომპიუტერი?),
- მეოთხე ჯგუფი შექმნის ბუკლეტს.
ე) მოძიებული მასალის შეჯამება გამთლიანება და ერთიანი პრეზენტაციის შექმნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ,ქართული ენა.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ელენე ბაიდაური
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: baidauri.elene.eka@ gmail .com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://elenebaidauri.blogspot.com/
No comments:
Post a Comment